ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
მედლინ მუნს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის სხვა მონაკვეთების შესახებ. მათ შორის საუბარი შეეხო სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა და მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.