სკანდალში გახვეული კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია. მენაშენეების პრეტენზიების მოსმენა ამჯერად სვეტის მენეჯმენტს უწევს. კომპანიის მიმართ ბრალდებები მას შემდეგ გაისმა, რაც მერიამ სვეტს მშენებლობის უკვე გაცემული ნებართვები შეუჩერა.
ირკვევა, რომ სამშენებლო ობიექტებზე აღმოჩენილი დარღვევების გარდა, დეველოპერული კომპანია მშენებლობებს იმ ადგილებშიც აწარმოებდა, სადაც შესაბამისი ნებართვები არ გააჩნდა.
ჯერ უცნობია, როგორ აუნაზღაურდებათ მენაშენეებს მიყენებული ზარალი. ერთ-ერთი მათგანი სამართლებრივ დავას იწყებს.