ვითარება რეგიონებში

ამ მომენტისთვის საქართველოს მასშტაბით, სტაციონარებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 63 ადამიანი იმყოფება. მათგან გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 6 ნიმუში გაიგზავნა და არც ერთ ამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დამაკმაყოფილებელია საჩხერის კლინიკაში მყოფი, ვირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიკოსების ცნობით, ისინი კვლავ ბოქსირებულ პალატებში რჩებიან. ასევე იტალიიდან დაბრუნებული სამი პირი მოათავსეს დღეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის მათ საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა პრევენციის მიზნით ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიაში. ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ კი ლაბორატორიიდან 11-ვე საეჭვო პაციენტზე ანალიზების პასუხები რამდენიმე წუთის წინ მიიღო და ყველა მათგანი უარყოფითია.