რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. ქალაქის მთავარ გამზირზე მესამე დღეა, კარვებია გაშლილი. ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს. ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელიც დროებითი მთავრობისა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლილი შემადგენლობის პირობებში უნდა ჩატარდეს – ეს არის ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მთავარი მოთხოვნები. აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა.
გიორგი კობერიძე დეტალებით.