ვითარება პანკისში - პრეზიდენტისა და თბილისის მერის გამოხმაურებები

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია ყველგან, ნებისმიერ ქვეყანაში. ზურაბიშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.

განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა დედაქალაქის მერიც. კახა კალაძის თქმით, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ის ქვეყნის მტერია.

შეგახსნებეთ, პანკისში პროტესტი და დაპირისპირება 5 მეგავატიანი ჰესის სამშენებლო პროცესის დაწყებას მოჰყვა. სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.