ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პრევენციის მიზნით, სკოლებში საგაზაფხულო არდადაგები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე 16 მარტიდან დაიწყება. ასევე დღეიდან სრულად დაიკეტება ე. წ. გამშვები პუნქტები ოკუპირებლ აფხაზეთში. ე. წ. გადადასვლელებზე შეზღუდვები აქვს დაწესებული ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასაც. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს.