აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა 9 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარის გამოძიებას იწყებს. დე ფაქტო პროკურატურამ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ მასობრივ არეულობებს საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის.
ამის პარალელურად, ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ცდილობს, ადმინისტრაციაში შეჭრის ორგანიზატორების ვინაობა დაადგინოს. ასევე ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ოთახი გატეხეს და იარაღი აიღეს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე პირველი განცხადება გააკეთა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა. ვალერი ბრანბამ ოპოზიციონერ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაც შეაფასა, სადაც მიმდინარე კრიზისზე და ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.