ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ადგურ არძინბა აცხადებს, რომ როგორც კი ე.წ. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგება აქციის მონაწილეები დატოვებენ „სამთავრობო შენობებს“. არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ ე.წ.ოპოზიცია მიისწრაფვის რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერებაზე და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები კონკრეტულ „კანონპროექტს“ ეწინააღმდეგებიან, რომელიც გაამდიდრებს ცალკეულ ოლიგარქებსა და არა აფხაზეთის მოსახლეობას. ასევე, როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ლიდერ, ალან გაგლოევთან. გაგლოევმა იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დასტაბილურება.