ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ვნებათაღელვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ინიცირებული და კენჭისყრაზე გასატანად მომზადებული ე.წ. კანონპროექტი საპროტესტო გამოსვლების და შიდა მღელვარების მიზეზი ხდება. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობის შენგრეული ჭიშკარი და გადაკეტილი ხიდები – პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სადავო ე.წ. პროექტის გარშემო უთანხმოებამ ე.წ. პარლამენტის ეზოში გადაინაცვლა, არაღიარებული საკანონმდებლო ორგანოს წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას დაკავებები მოჰყვა. ე.წ. ოპოზიციის აქტივისტები რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ე.წ. შეთანხმების პროექტი რუსული ინვესტიციებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რასაც ე.წ. ოპოზიცია არ ეთანხმება. აზრი ორად გაიყო ადგილობრივ მოსახლეობაშიც. ვითარება რეგიონში იმდენად დაიძაბა, რომ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა გახდა საჭირო.