ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება.
გარდა ფრონტის ხაზზე ინტენსიური ბრძოლებისა, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაშიც ადანაშაულებენ. სამხედრო მოსამსახურეთა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. დღეს სომხეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. მთავარი აქცენტი სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დეესკალაციის გზებზე და ამ კუთხით აქტიურ თანამშრომლობაზე კეთდება.
რატი ხვისტანი, პაატა ჯორჯიაშვილი და მამუკა ყურაშვილი მუშაობენ ერევანში.