დღის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი, გაფართოვდება თუ არა მესტიის კლასტერი.
ეპიდემიოლოგები ლაბორატორიიდან კიდევ 800 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ რჩება სოფელი ლენჯერი, საიდანაც „კოვიდ-19“-ის გავრცელება დაიწყო. ეპიდემიოლოგთა 10 ჯგუფთან ერთად მესტიაში იმყოფებოდა ამირან გამყრელიძეც, რომელიც სიტუაციას და გაფართოებული ტესტირების პროცესს პირადად ადევნებს თვალს. ამ წუთის მონაცემებით, ბოლო ხუთ დღეში მესტიის მუნიციპალიტეტში, ჯამში კორონავირუსის 32 შემთხვევაა გამოვლენილი.
ლიკა ალელიშვილი მოგვაწვდის ბოლო მონაცემებს ჩაკეტილი მესტიიდან.