ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ასევე დაშავებულია 1 645 ადამიანი. 2006 წლის შემდეგ, ეს ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.