პუტინის რეზონანსული გადაწყვეტილების გამო ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საზღვრებთან რიგები დგას. გამონაკლისი არც საქართველოა. მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც სატრანზიტო მანქანებთან ერთად ავტომობილების გრძელი რიგებია. ადამიანებს სასაზღვრო პროცედურების გავლა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ უწევთ. ხშირ შეთხვევაში ისინი მანქანებს ტოვებენ და საზღვარზე ფეხით შემოდიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ გაზრდილი ნაკადების გამო რუსეთი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან კონტროლის გამკაცრებას აპირებს. საქართველოში შემოსულ პირთა ნაწილი ადასტურებს, რომ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გეგმას გამოექცა, თუმცა არ იცის, დარჩება თუ არა და რა ვადით ჩვენს ქვეყანაში. მათი კომენტარებიდან სამომავლო გეგმების გარშემო დაბნეულობა იგრძნობა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე საზღვარზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დილიდან „მოამბის“ ჟურნალისტი, გიორგი კობერიძე მუშაობს.