120-საათიანი ზავი სირიის ჩრდილოეთში.
მიღწეული შეთანხმება ჯერ-ჯერობით სრულად არ არის დაცული. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თურქეთ-სირიის სასაზღვრო ზონაში ისევ ისვრიან, თუმცა დაბომბვის მასშტაბი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ცეცხლის შეწყვეტაზე ვაშინგტონი და ანკარა 17 ოქტომბერს შეთანხმდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. თურქეთის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.