ვითარება კიევში -  სააკაშვილი კვირის მარშისთვის ემზადება

უკრაინაში ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი კიევში ახალ საპროტესტო გამოსვლას აანონსებს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკვე მეორე დღეა, რადას წინ მოწყობილ კარვების ქალაქში არ გამოჩენილა. ექს-პრეზიდენტი მხარდამჭერებს ამჯერად სოციალური ქსელით მიმართავს. პეტრო პოროშენკო კი აქციების რუსულ კვალზე ახლა უკვე ლიტვის პრეზიდენტთან ერთად მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე საუბრობს და ყოფილ მრჩეველს უკრაინაში სტაბილურობის დარღვევაში ადანაშაულებს. პარალელურად განმარტებები კეთდება სამართალდამცავი უწყებიდან, რომელიც მესამე დღეა სააკაშვილს დაკავებით ემუქრება.

„მოამბე“ უკრაინიდან, – თემაზე  გურამ როგავა მუშაობდა.