24-საათიან რეჟიმში მუშაობს ისრაელში საქართველოს საელჩო. მის ბაზაზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეტყობინების გაკეთება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. ჩვენი ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება და დაშავებულების შესახებ შეტყობინება შესული არ არის. ღაზის სექტორში კი ჩვენი არცერთი მოქალაქე არ იმყოფება. ელჩის თქმით, დღეს და მომდევნო დღეებში თელ-ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რამდენიმე ავიარეისია დაგეგმილი.