ისრაელის არმია „ჰამასის“ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციას განაგრძობს. რადიკალური დაჯგუფების პოზიციებზე გასული ღამის განმავლობაში 200-მდე დარტყმა განხორციელდა. არმიის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ისრაელის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ჰამასის 1500 მებრძოლის ცხედარი.