ვითარება ისრაელში

გამწვავებული კონფლიქტი და სისხლის ღვრა ისრაელში.

თელავივსა და რამდენიმე ცენტრალურ ქალაქზე მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო იერიშებს ისრაელის ძლიერი სამხედრო პასუხი მოჰყვა. 2014 წლის შემდეგ ეს მხარეების ყველაზე მწვავე დაპირისპირებაა.

მსხვერპლი, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები, აფეთქებული შენობები და ავტომობილები. ჰააგის სასამართლო „ომის დანაშაულის“ ეჭვს უკვე გამოთქვამს. საერთაშორისო საზოგადოება ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.