„მოამბე“ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, მოსახლეობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, თუმცა შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. საგანმანათლებლო დაწესებულებები თელ ავივში ორი დღით დაიკეტა. დედაქალაქში ისმოდა განგაშის სიგნალის ხმაც. მათივე ინფორმაციით, სამხრეთით მდებარე ქალაქებში, სადაც საფრთხე დიდია, თავშესაფრებია მოწყობილი. მოსახლეობის ნაწილს ღამის გათენება სწორედ იქ მოუწია. ისრაელში მყოფი საქართველოს ქალაქების ცნობით, დროებით შეფერხებული იყო აეროპორტების მუშაობაც. რეისების ნაწილი ვერ განხორციელდა, თუმცა ამ დროისათვის შეზღუდვები მოხსნილია.