იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არეულობა გრძელდება. პალესტინელი აქტივისტები ქუჩაში რჩებიან. ბეთლემში სპეცდანიშნულების რაზმი და მძიმე ჯავშანტექნიკა ისევ მობილიზებულია. სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ.