მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე.
სოფელ ხაიშთან, სადაც გუშინდელს შემდეგ ქვათაცვენა რამდენჯერმე დაფიქსირდა, გაწმენდითი სამუშოები გრძელდება. გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა ცალმხრივად არის აღდგენილი. მანქანებს ორივე მხარეს ატარებენ თუმცა მოძრაობა რეგულირდება მხოლოდ ცალმხრივად.ადგილზე ქვათაცვენის საფრთხე კვლავ არსებობს, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ მესტიის გზაზე მგზავრობისგან. კლდის მასა გზის 73-ე კილომეტრზე გუშინ საღამის ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა, თუმცა შუადღისას მოძრაობა აღდგა. ვითარება გზის ამ მონაკვეთზე რამდენჯერმე შეიცვალა, ამ მომენტისთვის ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია. ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი თოვაა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ყველა საშიშ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა.