ვითარება გუმათში

ხმაური იყო ღამით რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ჰესის მშენებელი კომპანია სამშენებლო მასალების შეტანას გეგმავდა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანიამ ხეობაში შესასვლელად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში კიდევ ერთი ალტერნატიული გზა აღმოაჩინა, სადაც დაპირისპირება მოხდა.

აქტივისტებმა აღნიშნულ სოფელში კარავი გაშალეს. ტრადიციულად გაიმართა ხმაურის აქცია რკინის ჯებირებთან. ამ დროისთვის გუმათის დასახლებაში სიმშვიდეა. აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში რამდენიმე ლოკაციაზე რჩებიან.