33 პაციენტი რჩება გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში. აქედან 30 საქართველოს მოქალაქეა, ოთხი – უცხო ქვეყნის. მათგან შვიდი სამხედრო მოსამსახურეა. ორი პაციენტის ნიმუში გადაგზავნილია ლაბორატორიაში. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთის შემთხვევაში ლაბორატორიულად კორონავირუსი არ გამოვლენილა.