ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს – ინფორმაციას გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის მოადგილე ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ღაზაში მცხოვრები ათი ადამიანად ცხრა ყოველდღიურად საკვებს ვერ იღებს, რადგან ქალაქში საჭირო მარაგების მხოლოდ ნაწილი შედის. როგორც სკაუმ განაცხადა, ადგილზე შექმნილი პირობების გამო ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება თითქმის შეუძლებელია. მსოფლიოს სასურსათო პროგრამის გუნდი ღაზის სექტორში მიმდინარე კვირას იმყოფებოდა.