მძევლების გარშემო შეთანხმებაზე დასათანხმებლად ისრაელმა „ჰამასს“ ერთი კვირა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური თელავივი ღაზის ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. საზავო შეთანხმების მისაღწევად ეგვიპტეში ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი. გაერო-ს შეფასებით, რაფაჰში ოპერაციის დაწყება მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას გამოიწვევს და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს. პარალელურად, ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად საპროტესტო გამოსვლები არ წყდება აშშ-ის და ევროპის უნივერსიტეტებში.