მრევლი და სასულიერო პირები იკრიბებიან დილიდან დავით გარეჯში. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ისინი მშვიდობიანი მსვლელობით გეგმავენ მონასტრის მოლოცვას. აქციაში სახელწოდებით – „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” ჩართულები არიან საზოგადოებრივი ჯგუფებიც.