ვითარება დავით გარეჯში

ამ წუთებში დავით გარეჯის ტერიტორიას საპატრიარქოს წარმომადგენლები და მონასტრის წინამძღვრები ათვალიერებენ. მათ ის ადგილი უნდა ნახონ, სადაც არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარემ სამუშაოები განაახლა. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეყვანათ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები მაინც განაახლა.

გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში – რა ინფორმაციაა განახლებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და რას აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.