ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. არსებულ ვითარებას მინისტრთა კაბინეტის წევრები ადგილზეც ეცნობიან. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ცეცხლმა 150 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა. ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე კი, ზარალზე საუბარი ნაადრევია.
ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ ხელსაყრელი მეტეოპირობების შემთხვევაში, ტყის ხანძრის ჩაქრობა ორი დღის განმავლობაში მოხერხდება.