„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის ბოლნისის პოლიციაში ადვოკატთან და ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად მივიდა. რამდენიმე საათით ადრე, ნახიდურში მის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს არიფ იუსუბოვმა წინააღმდეგობა გაუწია და არ გაყვა. დიმიტრი შაშკინი აცხადებს, ბოლნისში სრული განუკითხაობაა და ახლა სამართლებრივად ბრძოლას გააგრძელებენ.