ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კი ბოლო ცნობებით, კორონავირუსის დადასტურებული ექვსი შემთხვევაა. ყველა მათგანი კლინიკაში გადის მკურნალობას. ის ოჯახები კი, რომლებიც მათთან კონტაქტში იყვნენ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
საკარანტინო ზონაში გადაადგილება კვლავ მკაცრად შეზღუდულია. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
გიორგი კობერიძე და შოთა ჩოხელი ბოლნისიდან.