ვითარება ბათუმში

ბათუმის შემზარავი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 37 წლის ზვიად თავდგირიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. რაც შეეხება უშუალოდ ტრაგედიის ადგილს და კორპუსს, რომლის ჩამონგრევასაც 9 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვნების სიცოცხლე ემსხვერპლა, იქ ამ დროისათვის ყველანაირი სამუშაო შეჩერებულია. 26 მაისის ქუჩა ყვავილებით არის სავსე, მოქალაქეები დაღუპულებს მიაგებენ პატივს.

მერაბ წულუკიძე ბოლო ინფორმაციით ბათუმიდან.