ანანურში ხვალიდან ტურისტებისთვის გარკვეული შეზღუდვები წესდება.
მე-16-მე-17 საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი ნაწილობრივ ჩაიკეტება. საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ყველაზე დაზიანებულ უბნებსა და ნაწილებზე. მათ შორის გალავანზე, რომელიც დანგრევის პირასაა მისული.
დამთვალიერებლებისთვის სპეციალური რეგულაციების ამოქმედება საყდრისის კომიტეტის მოთხოვნა იყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილების მიღებამდე „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ანანურში სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა და ადგილზე ნახა, რამდენად საფრთხის შემცველი იყო ცალკეულ ადგილებზე ტურისტების გადაადგილება.