ისრაელის სამხედრო ოპერაცია ლიბანში გრძელდება. ქალაქ ტრიპოლიში განხორციელებულ ისრაელის სარაკეტო იერიშს, „ჰამასის“ კიდევ ერთი მეთაური, საიდ ათალა ოჯახის სამ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელმა ღამის განმავლობაში, ბეირუთის სამხრეთით მდებარე „ჰეზბოლას“ ობიექტები დაბომბა. იერიშამდე კი მოსახლეობამ ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ მიიღო გაფრთხილება, რის შემდეგაც ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ იქნება რეიდების მორიგი სერიაც. ლიბანური ჯანდაცვის უწყების ცნობით, სარაკეტო იერიშებს 11 სამედიცინო პერსონალი ემსხვერპლა. მედიკოსების დაღუპვის შემდეგ, ქვეყნის ოთხმა ჰოსპიტალმა მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ისრაელის ჩრდილოეთშიც. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს. გასულ დღეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სულ 222 რაკეტა გაუშვეს.