უკიდურესად გამწვავებული სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში.
ირანი ისრაელის მიმართ მორიგ მუქარის შემცველ გზავნილებს ავრცელებს, „ჰეზბოლაზე“ ისრაელის შეიარაღებული ძალების ავიაიერიშებს კი წარუმატებლად აცხადებს. მუქარის ფონზე ოფიციალური თელ-ავივი ლიბანის სამხრეთ ნაწილზე თავდასხმებს არ წყვეტს. მთავარ სამიზნეებად „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებია. დაიბომბა კიდევ რამდენიმე პოზიცია. ლიბანიდან ადგილობრივების ევაკუაცია გრძელდება. რეგიონში საომარი არეალის გაზრდის პრევენცია და ვითარების დეესკალაცია ახლა საერთაშორისო საზოგადოების მთავარი გამოწვევაა.