ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. საომარი მოქმედებები გრძელდება ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტთან, რომელიც დაჰიეს უბანს ესაზღვრება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ თავდასხმა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში განახორციელეს. იერიშების სამიზნე ლტოლვილთა ბანაკი გახდა. ისრაელში ამბობენ, რომ საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულია 18 პირი, მათ შორისაა „ჰამასის“ მაღალჩინოსანი. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა , ხოლო 151 დაშავდა. პარალელურად კი ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს.