გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იქნება. გაერო-ში უკვე ამბობენ, რომ რეგიონი კატასტროფის ზღვარზეა. ისრაელისა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა. ლიბანის სამხრეთსა და ისრაელის ჩრდილოეთში რაკეტებით თავდასხმები უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება. თუმცა, გუშინ ღამით ჰეზბოლას მიერ ნარსოლი 100 რაკეტიდან რამდენიმე ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას სიახლოვეს ჩამოვარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ლიბანისა და ისრაელის სასაზღვრო რაიონებს გასცდა. ამას წინ უძღოდა ისრაელის ავიაიერიში ბეირუთის გარეუბანზე, რომლის შედეგადაც „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნები დაიღუპნენ. „ჰეზბოლა“ შურისძიებით იმუქრება, ისრაელში კი ამბობენ, რომ უსაფრთხოების აღსადგენად ყველა საჭირო ზომას მიმართავენ.