ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ხან იუნისის აღმოსავლეთით და ალ ნუსეირათის ბანაკზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანია დაღუპული. როგორც „როიტერი“ წერს, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ქალია. სააგენტოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ისრაელსა და ღაზას შორის საომარი მოქმედებები 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს.