ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება ნარჩუნდება.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობიდან ერთი კვირა გავიდა. ისრაელში კი ირანისგან და დაჯგუფება „ჰამასისგან“ დაპირებულ საპასუხო თავდასხმას ამ დრომდე ელიან. უკვე დასახელდა ჰანიეს შემცვლელი. დაჯგუფების მეთაური ახლა იაჰია სინვარი გახდა. პარალელურად, შეერთებული შტატები მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მუშავდება და ის საბოლოო ფაზაშია. ირანში კი ამბობენ, რომ საპასუხო თავდასხმა რამდენიმე დღეში განხორციელდება. დაძაბულობის ფონზე ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცე 13 აგვისტომდე არ გამოიყენონ.