ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენში, შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე მასშტაბური იერიში განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი, 87 კი დაშავდა. იემენური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საპორტო ქალაქში საწვავის საცავები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის ისრაელის პირველი პირდაპირი თავდასხმა იემენზე. სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე, „ჰუსიტების“ უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ თელ ავივში აფეთქდა, მომხდარს კი მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელი იემენლ „ჰუსიტებს“ საპასუხო მოქმედებით გუშინვე დაემუქრა. საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად, აშშ-ის და ბრიტანეთის თვითმფრინავებიც იღებდნენ მონაწილეობას.