რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა ღაზის სამხრეთში აფეთქების შედეგად. გავრცელებული ცნობით, აფეთქდა დაჯავშნილი ავტომობილი, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ისინი თალ ალ-სულთანის რაიონში, ოპერაციიდან ბრუნდებოდნენ. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს 50 „ჰამასელი“ მებრძოლი მოკლეს, ღაზის ჯანდაცვის უწყება კი 30 მშვიდობიანი პალესტინელი დაღუპვის შესახებ იუწყება.