ღაზის სექტორში გაშლილ ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირათში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. „ბი-ბი-სი“ წერს, რომ ალ აქსასა და ალ ავდას საავადმყოფოებში ათობით დაშავებული შეიყვანეს, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედიის ცნობით კი, თავდასხმისას 210 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 400. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული იერიშის განსახილველად პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა. შეგახსენებთ, სამხედრო ოპერაციის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს.