ისრაელის ავიაიერიშს ღაზის სექტორში მდებარე გაერო-ს სკოლაში 45 ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს პალესტინელების სააგენტოს საკუთრებაში არსებულ სკოლაში თავს დევნილები აფარებდნენ. ისრაელი ადასტურებს სკოლის ტერიტორიაზე თავდასხმას და ამტკიცებს, რომ სამიზნე იყო „ჰამასის“ ჯგუფი, რომელიც სკოლის შიგნით მოქმედებდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა სკოლის ზედა სართულზე მდებარე საკლასო ოთახებს ორი რაკეტა ესროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, ღაზაში მდებარე სკოლაზე თავდასხმა განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზვერვამ დაადასტურა, რომ საკლასო ოთახებში ქალები და ბავშვები არ იმყოფებოდნენ.