„ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შემთხვევა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში მოხდა და „ჰეზბოლამ“ თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. „სიენენის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქში საჰაერო განგაში არ ამოქმედებულა. მომხდარის გამო მიმდინარეობს გამოძიება.