ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის სასაზღვრო ქალაქი კირიათ შმონა დაბომბა. გავრცელებული ცნობით, ჭურვები საცხოვრებელ ზონაში ჩავარდა. ლიბანიდან რაკეტებით დაიბომბა ისრაელის ჩრდილოეთი ტერიტორია, რამაც ტყიან ზონაში მასშტაბური ხანძარი გააჩინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაუჩნდა სახლებსაც. მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა ისრაელის ხელისუფლებამ რამდენიმე თვის უკან გაიყვანა. სახანძრო ჯგუფების მხრიდან ხანძრის ლოკალიზებას ცხრა საათი დასჭირდა. ცეცხლმა დაახლოებით ოთხი ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაანადგურა. ლიბანიდან ცეცხლის გახსნის საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის ტერიტორია დაბომბა. ისრაელის დელეგაცია უახლოეს საათებში კაიროში ჩავა, რათა გამოხატოს ისრაელის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ბოლო ინიციატივაზე.