ისევ რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. მას შემდეგ რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰის მოსახლეობის ევაკუაცია ბრძანეს, ტერიტორია ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. მხოლოდ გუშინ, როგორც ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ასევე ცნობილია, რომ ბევრ მათგანს, ვინც რაფაჰს ტოვებს, ეუბნებიან გადავიდნენ ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე გადატვირთულია იძულებით გადაადგილებული ადამიანებით და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია.