მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ნურ შამსში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული რეიდისას, ღამის განმავლობაში 14 პალესტინელი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტერიტორიაზე 30-ზე მეტი სამხედრო ავტომობილი იყო მობილიზებული, ისმოდა ორმხრივი სროლის ხმაც. დაპირისპირება თულქარმის ბრიგადებთან მოხდა. პალესტინური ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაღუპულთაგან ერთი 16 წლის მოზარდია. ისრაელის მხარე იუწყება, რომ ორმხრივი სროლისას დაშავდა ოთხი სამხედრო.