ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის შემოწმების შემდეგ, ღაზის სექტორში დახმარება საზღვაო გზით შევა. ამჯერად, ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში კვიპროსიდან ჩავა. მანამდე კი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კვიპროსსა და ღაზას შორის საზღვაო ჰუმანიტარული დახმარების დერეფანი ამოქმედებას მალე დაიწყებდა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, საზღვაო დერეფანს ევროკავშირი, აშშ-ი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აამოქმედებდნენ. პირველი საპილოტე ოპერაცია 8 მარტს შედგა.