ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. მედიის ცნობით, ღაზას სექტორიდან გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა. საარტილერიო და საჰაერო დარტყმების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ღაზაში მყოფი პალესტილენელებიც. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს. ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემებით, დაღუპულთა შორის 3 500-მდე არასრულწლოვანია. ამასთან, „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის“ცნობით, ღაზის ქალაქ ალ-კუდსის ჰოსპიტალში მდგომარეობა „კონტროლიდანაა გამოსული“. „საავადმყოფო სავსეა პაციენტებით, დაშავებულებითა და 10 000-ზე მეტი ადამიანით, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ საავადმყოფოში, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია“,-აცხადებს ორგანიზაციის სპიკერი.