„ჰამასმა განაცხადა“, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს. აშშ-მა კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ახალი პროექტი გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დროებით შეწყდეს ცეცხლი ღაზაში და ყველა მძევალი გათავისუფლდეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების გამო, მათ შორის 15 წლის ბიჭი. სამხრეთ აფრიკამ ჰააგას გადაუდებელი მოთხოვნა წარუდგინა, სადაც ისრაელის წინააღმდეგ დამატებითი საგანგებო ზომების მიღებას ითხოვს. სამხრეთ აფრიკა ამტკიცებს, რომ „იძულებულია, დაუბრუნდეს სასამართლოს ახალი ფაქტებისა და ღაზაში სიტუაციის ცვლილებების გათვალისწინებით – განსაკუთრებით შიმშილის გამო, რომელიც გამოწვეულია უწყვეტი და საშინელი დარღვევებით.