ისრაელის მიერ ნუსერათის და ბურეის ბანაკებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ალჯაზირა“ ავრცელებს. დაშავებულები ალ-აქსას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ათობით ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი. როგორც „ალჯაზირა“ იუწყება, თავდასხმები ასევე განხორციელდა ქალაქ ხან-იუნისზეც. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში დახმარების გაგზავნას საჰაერო გზით განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ აქსიოსი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ღაზის სექტორში სახმელეთო გზით დახმარების შეტანა სულ უფრო რთულდება, თუმცა, მაღალჩინოსნების თქმით, საჰაერო გზით დახმარების მიწოდება არ იქნება განსაკუთრებით ეფექტიანი, რადგან დიდი ოდენობის დახმარების გადატანა მხოლოდ სახმელეთო საშუალებებით არის შესაძლებელი.